2010/07/19

=)


ზღვისფერ თმებიანი და ქერა თვალებიანი გოგო ზღვის ნაპირზე ზის. ხალხი მის გარშემო ცდილობს გაექცეს რეალობას.სადღაც მირბიან ალისას ქერა თმებში.იქ ისინი არარეალურ სამყაროში ხვდებიან.სამყაროში რომელიც რეალობისგან ძალიან შორს არის.სამყაროში სადაც ისინი დიდი იმედებით მირბიან. ეს არის ის სამყარო რომელში მისვლისთანავე ყველას ეღიმება ამ სამყაროს "ბავშვურობაზე". მაგრამ ვერ ხვდებიან რომ ბავშვობა ეს ის პერიოდია ის სამყაროა რომელიც მალე ქრება. რომელიც ერთადერთი გზაა რომ რეალობას გაექცე. სასრიალოზე სრიალი,საქანელაზე ქანაობა, დიიიიიდიიიი ნაყინის ჭამა რომელიც გიდნება ხელებში და ბრაზდები,თოვლის ბაბუა,დედოფალი კარტების ჯარით და ბუშტები ბეეეეეეეეეეეეეეეეეეევრი ძალიან ბეეეეეეევრი ბუშტები. აი ეს არის ბავშვობა.არა მხოლოდ ეს კიდევ ძალიან ბევრი რამ რის ჩამოთვლასაც ვერასდროს ვერავინ მორჩება. ბავშვობა იქ მთავრდება როცა წყვეტ ოცნებას რომ დიდი იყო.როცა შენთვის სირცხვილია საქანელაზე ქნაობა და ნაყინის ჭამა.როცა სასრიალოზე ჩამოსრიალების გრცხვენია.როცა უკვე აღარ გჯერა თოვლის ბაბუის და დედოფლის არსებობის,დეოდფლის რომელსაც კარტების ჯარი ყავს. აღარც იმ კურდღლის არსებობის გჯერა რომელიც საათით ხელში მირბის და მთელი ხმით ყვირის რომ სადღაც აგვიანდება. რეალობა სამყაროა რომლიდანაც ყველა ცდილობს გაქცევას. ბავშვობა – ადგილი სადაც მივრბივართ მაგრამ ვერ ვხვდებით.

2010/07/04

:)


რა სასიამოვნოა მთვრალი კაცისთვის მთელი ხმით სიმღერა და მანქანით ძალიან ჩქარა სიარული.რა სასიამოვნოა იმის შეგრძნება რომ ყვირი, და გრძნობ როგორ იცლები ნეგატივისგან. სასიამოვნოა როცა ქუჩაში გახვალ და ვიღაც გაგიღიმებს,როცა მოულოდნელად რაღაც კარგი ხდება (მოსალოდნელადაც) , როცა გრძონობ რომ ვიღაცას უყვარხარ, ვიღაც დარდობს,ზრუნავს,ადარდებ,ან უბრალოდ ძაღლად გაგდებს.როგორ უხარია ადამიანს დილით რომ გაიღვიძებს და საუზმეს ახვედრებენ და უღიმიან.როგორ გვსიამოვნებს როცა ვინმეს რამით ვახარებთ, და როცა ვგრძნობთ რომ ვიღაცის სახეზე ღიმილი ჩვენი დამსახურებაა.რა სასიამოვნოა როცა ხვდები რომ რაღაც სასიამოვნოა <3 

2010/06/30

რეალობიდან არარეალობისკენ.


მივრბივარ.სად?საიდან?რატომ? არ ვიცი.უკნიდან ვიღაც მეწევა.ჩემზე ბევრად დიდი.ალბათ 30–35 წლის.კაცი.
–სად მირბიხართ? – ვკითხე მე
–იქ სადაც შენ – მიპასუხა და თან გაეცინა
– იცით..მე ვერ ვხვდები სად მივრბივარ იმასაც ვერ ვხვდები რატომ .
– კარგი, მოდი ყველაფერს აგიხსნი, მეც და შენც და საერთოდ მთლიანად კაცობრიობა მივრბივართ რეალობიდან არარეალობისკენ.ყველა,ყველა გაურბის რეალობას.
– და რატომ?
– რეალობა არ აკმაყოფილებთ. იქ ყოველთვის არის რაღაც უსიამოვნო,როცა ხვდებიან რომ უკვე ვეღარ გადაიტანენ ამას ცდილობენ გაექცნენ რეალობას.ეს ცხოვრებაში რამდენიმეჯერ ხდება.ზოგჯერ ბევრჯერაც კი.აი შენ შეიძლება ამას პირველად არ აკეთებ.უბრალოდ მხოლოდ ეხლა დაინახე რომ მირბიხარ.ბევრი ისე კვდება ვერც ხვდება როცა რეალობას გაურბის.ბევრი პირველივე ცდაზე ხვდება ყველაფერს.
– და თქვენ როგორ ფიქრობთ,არ ჯობია იქ დავბრუნდეთ,რეალობაში, ყველანი და  ის შეცდომა გამოვასწოროთ რისთვისაც მას გაურბივართ.ან თუ გამოუსწორებელია მაშინ იმედის იმედით ვიცხოვროთ.მაინც ვერასოდეს ვერ გავექცევით რეალობას.
– როცა ფიქრობ რომ რეალობას შეგიძლია გაექცე ეს უკვე არარეალობისკენ გადაგმული ერთი ნაბიჯია, რეალობას რომ გაექცე ესეც ხომ არარეალურია?
– არ ვიცი, შეიძლება. ვინმე როდესმე გაქცევია რეალობას?
– ბევრი,მაგრამ ძალიან ცოტა ხნით. რეალობა ყველას უკან იბრუნებს. აუცილებლად.
  მე გავჩუმდი.გავჩერდი. და უკან დაბრუნება გადავწყვიტე. არ ღირს გაექცე იმას რაც გაქვს,იმას რაც შენია, იმას რისი გამოსწორებაც შეგიძლია.

2010/06/29

იმედგაცრუებული :)



გრძელი გზა..გარშემო ხეები და ამ ხეებიდან შემოპარული მზის სხივები,ხეების და ჩემი ჩრდილები.მარტო ყოფნის და ტირილის დაუძლეველი სურვილი.მარტო მე,ცრემლები,გზა,ხეები,სხივები და ჩრდილები.მინდა რომ გავიქცე..მაგრამ ძალა არ მაქვს.ჯერ კიდევ არც ისე დიდი და ძლიერი ვარ რომ ამას გაუძლო,გავიგო,მივხვდე,შევიგნო..არ ვიცი რატომ მაგრამ ცრემლები თავისით მოდიან...და არ მინდა რომ შევაჩერო ისინი.რატომ არ მინდა მათი შეჩერება ამასაც ვერ ვხვდები.მინდა რომ ვიყვირო.ძალიან,ძალიან ხმამაღლა.ისე რომ არავინ გაიგოს მხოლოდ მე..მინდა რომ ვიტირო.ისე რომ ვერავინ ვერ ხედავდეს ჩემს ცრემლებს.მინდა რომ ხეებს და ფოთლებს ჩემი ესმოდეთ..მაგრამ არ ლაპარაკობდნენ უბრალოდ ესმოდეთ...მარტო სიტყვები არა .. მთლიანად,ჩემი ესმოდეთ.

2010/02/15

Running Away


ბოლო დროს ამოჩემებული...

 

Copyright © 2008 Green Scrapbook Diary Designed by SimplyWP | Made free by Scrapbooking Software | Bloggerized by Ipiet Notez